ადვოკატთა ასოციაციამ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დისკუსია გამართა

30 მაისი 2017

30 მაისს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეექვსე ღონისძიება, სადაც   ორივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:  სასამართლო მედიაცია - პრაქტიკა, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები, მოსამართლის  როლი  დისპოზიციურობისა  და შეჯიბრებითობის  პრინციპის კონტექსტში; მტკიცების ტვირთის გადანაწილება, მხარეთა მტკიცების ტვირთი; დაუშვებელი მტკიცებულებები.

 

Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

 

შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი